воскресенье, 21 декабря 2008 г.
გავრცელებულია აზრი, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება. ამ აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმები და შევეცდები დავასაბუთო:
საიტმა www.goodhouse.ru ოჯახების გამოკითხვა ჩაატარა და ნახევარზე მეტმა ოჯახური კონფლიქტების მიზეზად უფულობა დასახელდა, მაგრამ ამ თეორიას კატეგორიულად არ ეთანხმებიან ფსიქოლოგები, რომლებიც თვლიან, რომ აქ უფრო სიღრმისეული პრობლემებია , როგორებიცაა სხვადასხვა მიდგომა ცხოვრებისადმი და ხშირ შემთხვევაში უნდობლობა ყოფილ შეყვარებულებს შორის. საერთო ინტერესები და ბევრი ფული - ეს იდეალური გადაწყვეტილებაა.
არის უამრავი მაგალითი, როდესაც მიუხედავად ფინანსური გაჭირვებისა, მაინც არსებობდა მყარი ოჯახი - ეს სიყვარულის დამსახურებაა და პირიქით, ბევრ მდიდარ ოჯახში არაა ფიზიკური და სულიერი ჰარმონია. ბევრი ხელოვანი სულიერ გრძნობას უფრო წინ აყენებდა, ვიდრე მატერიალურს. მაგალითისათვის საკმარისია ნიკო ფიროსმანის ისტორია, როდესაც მან თავისი სახლი გაყიდა და მთელი ფულით თავის შეყვარებულს მილიონი ვარდი უყიდა...
ჰიპოთეზა : თუ არის სიყვარული, უფულობას გადაიტანს შეყვარებული წყვილი
Подписаться на:
Сообщения (Atom)